უჩა სეთური

უჩა სეთური

დირექტორი

სამუშაო გამოცდილება:

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის სოციალურ დაპოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მედია სამართლის ლექტორი;ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მედია და სატელეკომუნიკაციო სამართლის მიმართულებების კოორდინატორი და პროექტების ხელმძღვანელი;საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი;სს „საქართველო გაერთიანებული ტელეკომის“ იურიდიული სამსახურის უფროსი.

დავით ასპანიძე

დავით ასპანიძე

პროექტების ტექნიკური კოორდინატორი

ვმუშაობ ტელეკომ ოპერატორების არაკომერციულ ამხანაგობაში. დავამთავრე ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. წარჩინებით დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. ამჟამად ვირიცხები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის MBA – ს სამაგისტრო პროგრამაზე. გაცვლითი პროგრამებით ვსწავლობდი ლიტვასა და იტალიაში. ასევე ამჟამად ვასწავლი მათემატიკას ინგლისურ და ქართულ ენებზე. ვარ გაყიდვების მენეჯერი ამხანაგობა “ვაშლის ბრენდი – ეთნო” -ში და ასევე ვარ გრაფიკული დიზაინერი. 2019 წელს IGF-ზე ვიყავი მოხალისე.

ნატალი საგინაშვილი

ნატალი საგინაშვილი

 

ნატალი 2017 წლიდან მუშაობს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში (TOA), სადაც დაკავებულია საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის GeoIGF-ის ორგანიზებით.

ნატალი ასევე არის ლოკალური YOUTHIGF-ის კოორდინატორი და მონაწილეობდა EuroDIG 2018-ში, რომელიც თბილისში ჩატარდა.