როგორი შეიძლება იყოს თავისუფალ ინტერნეტთან დაკავშირებული წესები და ნორმები? როგორ შეიძლება განისაზღვროს დაშვების ნორმა? მზად არის თუ არა საზოგადოება იმ უფლებებისა და მოვალეობებისთვის, რასაც world wide web გვთავაზობს?

Digital.Report-მა შეიმუშავა სპეციალური პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა გავეცნოთ ექსპერტთა შეხედულებებს ამ საკითხების ირგვლივ, კითხვებს პასუხს სცემენ სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, სადაც ინტერნეტი განვითარების განსხვავებულ ეტაპებზეა. პროექტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა.

14915135_1228545997206699_5659918784764606252_n

თავისუფალი ინტერნეტი ეს არის:

საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება, ანუ გამოხატვის თავისუფლების გარანტიები ინტერნეტში. მეორე – პერსონალური მონაცემების დაცულობა. თითოეულ მომხმარებელს უნდა ქონდეს გარანტია, რომ მისი პირადი ინფორმაცია დაცული და ხელშეუხებელი იქნება. და მესამე – სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისა და რეგულირების მაქსიმალურად შემცირება. იმ საზღვრების დადგენა და დაცვა, რომლის იქითაც სახელმწიფოს ჩარევა ხელს შეუშლის ინტერნეტის განვითარებას, თუმცა შეიძლება მარტივი არ არის აღნიშნული მიზნის მიღწევა. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, რომ არ შეფერხდეს ონლაინ-მედიის განვითარება და უზრუნველყოფილი იყოს ონალინ მედიასაშუალებებისათვის მეტი თავისუფლება და ხელშეუხებლობა.


ვრცლად პროექტის შესახებ