ანაკლიაში, სასტუმრო ოქროს საწმისში, კომპანია dtech-ის ორგანიზებით, გაიმართა ქემბიუმ ნეთქორქინგის ორდღიანი ტრენინგი, 22-23 აგვისტო, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის წევრების, უსადენო ქსელით ოპერირებადი ინტერნეტ პროვაიდერებისთვის, რათა ქსელის შემდგომი ოპტიმისაციის მიზნით მათთვის ევროპული ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ.

ტრენინგს უძღვებოდა ქემბიუმ ნეთვორქსის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექნიკური მენეჯერი სებასტიან ოპიელა, ტრეინინგს ასევე წარუძღვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გაყიდვების მენეჯერი კრისტიან ფაბინა.

აღნიშნული ტრენინგი ეთმობოდა რადიო-სიხშირული სიგნალის თვისებების, მისი ფორმირების და გავრცელების თავისებურებების განხილვას, რადიო-სიხშირული მიმღებ-გადამცემების კონფიგურირების საკითხებს, სხვადასხვა მოწყობილობების მახასიათებლებს და თავისებურებებს. ყურადღება გამახვილდა ინსტალაციის საკითხებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი დაზიანებები.

ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას აძლევს სწორად მოახდინონ რადიო-სიხშირული დაგეგმარება და ოპტიმალურად შეარჩიონ სიხშირული მახასიათებლები, ზოლი, გადამცემის სიმძლავრე და შესაბამისი ანტენა მოწყობილობი მწარმოებლის მიუხედევად. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ მოწყობილობების იმ თავისებურებებს, რომლებიც საშუალებას მისცემთ მიიღონ მაქსიმალური ეფექტი, აპარატურის შესაძლებლობების გათვალისწინებით.