2017 წლის 6-7 ივნისს, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური EuroDIG-ის, რიგით მეათე, ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში იგი მომხსენებლის სტატუსით წარსდგა, რომლის დროსაც მონაწილეებს თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი გააცნო და საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა. ღონისძიების დეტალური დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე EuroDIG2017 .

„ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ EuroDIG არის ღია პლატფორმა არაფორმალური და ღია დისკუსისთვის ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. იგი რამდენიმე ორგანიზაცის, მთავრობის წარმომადგენლების და ექსპერტების ინიციატივით 2008 წელს ჩამოყალიბდა და ხელს უწყობს ინტერნეტ საზოგადოებასთან დიალოგს და თანამშრომლობას ინტერნეტში საჯარო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ რიგით მეთერთმეტე EuroDIG2018, ყოველწლიური, შეხვედრის მასპინძელი საქართველო, ქალაქი თბილისი, იქნება.