ევროპულ დირექტივებთან სრულად ჰარმონიზებული კანონმდებლობა კარგ საფუძველს აძლევდა მარეგულირებელ ორგანოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის რეგულირებისთვის. მომხმარებელთა უფლებების დაცვაც ამ რეგულირების ნაწილია. კონკურენციის არასრული ან არასწორი რეგულაცია საცალო და საბითუმო ბაზრის სეგმენტების სხვადასხვა მხარეს ერთდროულად იჩენს თავს და აზარალებს კონკურენციას, სახელმწიფო ბიუჯეტს და რა თქმა უნდა მომხმარებელს.

წინა კვირას „ბანკებმა და ფინანასებმა“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია[1] – „20 000 ლარით დაჯარიმდებით თუ ,,სილქნეტის” Wi-Fi ზე პაროლი არ გიყენიათ“, რომელიც შეეხებოდა სს „სილქნეტი“-ს  სახელშეკრულებო პირობებს, კერძოდ, მომხმარებლის ვალდებულებას, რომლის მიხედვით „…აბონენტს ეკრძალება მომსახურების შემდგომი გადაყიდვა ან/და სხვაგვარად „მესამე პირებისათვის“ მიწოდება“. აღნიშნული ონლაინ პუბლიკაციის მიხედვით, ხელშეკრულების 7.1. მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად …“მესამე პირებისთვის მიყიდვა/გადაცემას 20 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს“. ამავე პირობებით 1.11. „აბონენტი „ეს არის ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი (რომელიც წარმოადგენსბოლო მომხმარებელს და რომელსაც ეკრძალება „მომსახურების“ შემდგომი გადაყიდვა ან/და სხვაგვარად „მესამე პირებისათვის“ მიწოდება), რომლის მიერაცხდება „ხელშეკრულების“ დანართ(ებ)ით განსაზღვრული ,,მომსახურების ღირებულების“ გადახდა. პირობების 1.12. პუნქტი: „მესამე პირი“ – ნებისმიერი პირი გარდა „აბონენტისა“ ან/და „კომპანიისა“.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩანაწერის უსწორობა და ის ფაქტი, რომ კომპანიას ჯარიმა არავისთვის დაუკისრებია,[2] არ გამორიცხავს მისი გამოყენების შესაძლებლობას. ამ ჩანაწერის მიხედვით, გადაცემა მესამე პირზე მოიცავს იმ მომხმარებებს, რომლებიც არ ადებენ პაროლს მათ „ჰოთ-სპოტებს“ და უფასოდ უზიარებენ მას სხვა პირებს, მეზობლებს და ა.შ. მათ, ვინც მის WI-FI როუტერის მოქმედების ზონაში ხვდებიან და მარტივია ინტერნეტის „გაზიარება“.  თუნდაც ინდ. მეწარმეები (კაფეების და რესტორნების მფლობელები), ისინი, სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს ინტერნეტთან უფასო წვდომას სთავაზობენ და ინტერნეტის ფასი მომსახურების საფასურის ნამატში არის შეყვანილი. არსებული ჩანაწერით, ისინი „გადაყიდიან“ ინტერნეტს მესამე პირებზე და ეს მოქმედება მათაც დასაჯარიმებელი პირების სიაში ახვედრებს. როგორც მინიმუმ ამ კონტექსტში, არსებული ჩანაწერი დაზუსტებას მოითხოვს.

არ არის სადავო, რომ სატელეკომუნიკაციო სექტორში, სადაც კონკურენცია მჭიდროდ რეგულირდება, ბოლო მომხმარებელი და სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი თანასწორ სიბრტყეზე არ განიხილება და შესაბამისად ცალკეა დადგენილი პირობები, თუ როგორ უნდა მოხდეს მხარეების ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში ჩართულია მომხმარებელთა უფლებების დამცველი. კანონი და მარეგულირებელი კომისიის შესაბამისი რეგლამენტი ამ ურთიერთობის ფარგლებს და პირობებს ადგენს.

ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერის, კერძოდ, კანონდამრღვევი პირის დაჯარიმების ჩანაწერის კანონიერების კონტექსტში, გვსურს, შევეხოთ საქართველოს კანონს „დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“. ეს კანონი[3] ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ის, რომ დაუშვებელია შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქცია და ასევე უნებართვოდ სფეროში საქმიანობის რეგულირება) სხვა ორგანოებისათვის და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით[4] , ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა დაუშვებელია და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში,ოპერატორი ვალდებულია მიმართოს მარეგულირებელ კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად[5] , ამ პირების მიმართ კომისიის ჯარიმები საკმაოდ მკაცრია. ხელშეკრულების აღნიშული ჩანაწერით, კერძო კომპანია მარეგულირებელი კომისიის საჯარო ფუნქციას ითავსებს და თავადაც არის უფლებამოსილი აამოქმედოს ბერკეტი და დააჯარიმოს კანონდამრღვევი, 20 000 ლარით,იმ საკითზე, რომელზედაც რეაგირება და დამრღვევის „დასჯა“ სახელმწიფო ფუნქციაა. გარდა ამისა, ასევე საგულისხმოა, საგადასახადო კანონმდებლობასთან ამგვარად მოქმედი პირის კონფლიქტი, რაც ასევე შედეგად შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებაში აღნიშნული ჩანაწერი და ურთიერთობებიკერძო სამართლებრივ ურთიერთობებს სცდება, უკანონოა და სააბონენტო ხელშეკრულებიდან უნდა იქნას ამოღებული.

ცალკე უნდა შევეხოთ საქართველოს კანონს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომლის მიხედვით,ბოლო მომხმარებელი – ეს არის მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის. კანონმდებელი ლოგიკურია, რომ აქცენტს აკეთებს კონკრეტულად ნასყიდობაზე და არა ზოგადად გადაცემაზე.  სააბონენტო ხელშეკრულების ჩანაწერით[6] , აბონენტი ვალდებულია, “მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული „მომსახურება“ და არ დაუშვას „კომპანიისგან“ მიღებული „მომსახურების“ შემდგომი მიყიდვა/გადაცემა სხვა ნებისმიერ „მესამეპირზე“. ამპუნქტის დარღვევის შემთხვევაში, “კომპანია” უფლებამოსილიააბონენტსჯარიმისსახით 20,000.00 (ოციათასი) ლარიდაკომპანიისთვისმიყენებულიზიანის/ზარალისანაზღაურება დააკისროს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონში აქცენტი მხოლოდ „მიყიდვაზე“ არის გაკეთებული, ხოლო კომპანია თვითნებურად აფართოებს ამ განმარტებას და მიყიდვასთან ერთად „გადაცემის“ შემთხვევას კანონის ცალსახა განმარტებას ამატებს. მიგვაჩნია, რომ ამ ნაწილში ეს ჩანაწერი უკანონოა და უნდა მოხდეს მისი შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან. ანალოგიური ჩანაწერია სატელეკომუნიკაციო სფეროში მომსახურების მიწოდების რეგლამენტში, რომელშიც წარმოდგენილია ასევე  ანალოგიური განმარტება: „ბოლო მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე“. ორივე შემთხვევაში აქცენტი კეთდება მიყიდვაზე და არა რომელიმე სხვა სახის სამოქალაქო გარიგების ტიპზე და ფულად სარგებელზე. შესაბამისად სააბონენტო ხელშეკრულების განმარტება ადგენს განსხვავებულ განმარტებას და უნდა მოხდეს მისი მისადაგება ლეგალური განმარტებისთვის.

აქვე უნდა შევეხოთ მომსახურების ხარისხს და პირობებს. კომპანიის ვებგვერდის მონაცემებით, საცალო მომსახურების სეგმენტზე კომპანია ფიზიკურ პირებს 100 და 50 მეგა ბიტ/წამიან მომსახურების პაკეტებს სთავაზობს,შესაბამისად 100 და 50 ლარად. გაურკვეველია, რატომ ზღუდავს კომპანია მესამე პირებზე მათ გადაცემას, თუ მომხმარებელი სრულად იხდის მომსახურების საფასურს, რატომ აჯარიმებს მომხმარებელს და რა ზარალზე მიუთითებს კონტრაჰენტს, როდესაც მისი ვალდებულებაა, რომ მომსახურება მიწოდებული იყოს მოქმედი ტექნიკური ნორმებით და ხელშეკრულების პირობებით დააგრეთვე ინფორმაციით (რეკლამით) მომსახურების შესახებ, ანუ შეპირებული ხარისხით.[7]

ამასთან მომსახურების მიწოდების რეგლამენტი ადგენს მომხმარებლის განკავშირების სამართლებრივ საფუძვლებს[8] – მომსახურების მიმწოდებელი შეიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს არასასურველი ელექტრონული გზავნილების, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსების, თაღლითური ან/და სხვა მავნე პროგრამების გავრცელება/გადამისამართებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მომსახურების მიწოდების რეგლამენტი ამომწურავად ჩამოთვლის განკავშირების და ასევე თუ რა რეჟიმში უნდა იურთიერთოს კომპანიამ მომხმარებელთან ჯარიმის დაკისრებისას.[9] მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია გაფრთხილებით შემდგომ, განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, დააჯარიმოს მომხმარებელი სააბონენტო გადასახდელის ან/და განვადების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რომელიც არშეიძლება გადასახდელი საფასურის ოდენობის 20%-ს აღემატებოდეს.

მიზანშეწონილია იმ რეალურ მიზეზებზე ვისაუბროთ, რომლებიც ბაზარზე ამგვარი არასწორი მოცემულობების არსებობას განაპირობებს, როდესაც ე.წ. „არალეგალურ ინტერნეტ ოპერატორს“ ანუ კონკრეტული კომპანიის ფსევდო ბოლო მომხმარებელს „უღირს რომ შავად“ იყიდოს საცალო ინტერნეტი, როგორც ფიზიკურმა პირმა და გადაყიდოს როგორც საბითუმო მოვაჭრემ მესამე პირებზე.საგულისხმოა, რომ საცალო მომსახურების სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიები ფიზიკურ პირებს სთავაზობენ 100 და 50 მეგა ბიტ/წამიან მომსახურების პაკეტებს შესაბამისად 100 და 50 ლარად[10] აღნიშნული მოდელის არსებობას კონკურენციის არარსებობა განაპირობებს, კერძოდ კი, არასამართლიანი და ასიმეტრიული ტარიფები და ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორების, ანუ ოპერატორები, რომლებიც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონეები არიან საბითუმო ბაზრებზე და იმავე ბაზრებზე უწევენ მომსახურებას ბოლო მომხმარებლებს.

ამ კონტექსტში საგულისხმოა:

  • ე.წ. გლობალური ინტერნეტის ბაზარზე არსებული ზედა ზღვრული ფასი – 1 მეგაბიტ/წამზე 32 ლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე;
  • სატრანზიტო ქსელის იჯარის მაღალი ფასები;
  • რეგიონებში ე.წ. „ლოკალური ინტერნეტის“ მისაღებად დადგენილი „ტრანზიტის“ საფასური 20%-ის ან სხვა ოდენობით.

თუმცა, უმთავრეს პრობლემას ე.წ. გლობალური ინტერნეტის ბაზარზე არსებული ფასები წარმოადგენს.

ე.წ. „გლობალური ინტერნეტთან დაკავშირების მომსახურებას“ ახორციელებენ შემდეგი ავტორიზებული პირები: [11] სს “სილქნეტი“, შპს „კავკასუს ონლაინი“,[12] შპს „დელტა კომმი“,[13] შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ და შპს „სისტემ ნეტი“,  შპს “ინტელკომჯგუფი” და ასევე შპს “G-Connect”. მათი წილები ტრაფიკის მოცულობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულაციის მიხედვით (N57/9 გადაწყვეტილება, 25 იანვარი 2015 წელი)[14] ე.წ. „გლობალური ინტერნეტის“ შესყიდვას და გადაყიდვას ახორციელებს რამდენიმე იურიდიული პირი, მათ შორის სს „სილქნეტი“, თუმცა 2015 წელს დადგენილი ტარიფი დათვლილია 2013-2014 წლების მონაცემებით (თითოეული კომპანიის მიხედვით) არაუმეტეს 2 გიგა ბიტ/წამი მოცულობის ტრაფიკზე, მაშინ, როდესაც  2015 წელს 2016 წელს ეს ტრაფიკი, მარეგულირებელი კომისიის მონაცემების მიხედვით …“მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის ოდენობა მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2015 წელს მან 14,558 ტერა ბაიტი შეადგინა, რაც წინა წლისშესაბამის მონაცემს 189.3%-ით აღემატება.“[15] ასევე გაიზარდა საშუალოდ ერთი მომხმარებლის მიერ მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის ოდენობა. თუ 2014 წლის ბოლოს იგი 303 მბ-ს შეადგენდა, 2015 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა738 მბ შეადგინა (189.3%-ით მეტი).

ასოციაცია უახლოეს დღეებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს აღნიშნული საკითხის და ასევე მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების დამატებითი რეგულირების თხოვნით, თუმცა მიჩნევს, რომ ზემოთ წარმოდგენილი არგუმენტაცია საკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს არასწორი ჩანაწერის ცვლილება  მომსახურების მიწოდების პირობებში.

 

[1] www.bfm.ge 
[2] www.on.ge
[3] გთხოვთ იხ.კანონის მე-4 მუხლი .
[4] „ელექტრონულიკომუნიკაციებისშესახებ“ საქართველოსკანონის 43-ე მუხლისმე-4 პუნქტი.
[5] გთხოვთ იხ: საქართველოსადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 1441ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ და მეტჯერ, გამოიწვევს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმეორებით, გამოიწვევს სისხლისსამართლის პასუხისმგებლობას.
[6] სააბონენტო ხელშეკრულებისმუხლი 7.1.4.
[7] მომსახურების მიწოდების რეგლამენტის მე-11მუხლი მომსახურების ხარისხი – მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება.
[8] ამავე რეგლამენტის 101 მუხლის მე-4 პუნქტი.
[9] ამავე რეგლამენტის მუხლი 24. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და დარიცხვის წესი.
[10] გთხოვთ იხ ორი კომპანიის მსგავსი შეთავაზებები: სს „სილქნეტის“ შეთავაზება შპს „მაგიკომი“ 
[11] საქართველოსკომუნიკაციებისეროვნულიკომისიისგადაწყვეტილება “ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, აღწერილობითი ნაწილი.
[12] შენიშვნა: აღნიშნული კომპანიის საცალო მომსახურების ქსელი და აბონენტები გადაეცა შპს „მაგთიკომს“, მარეგულირებელი კომისიის თანხმობით.
[13] შენიშვნა: აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილი გადაეცა შპს „მაგთიკომს“ ასევე მარეგულირებელი კომისიის თანხმობით.
[14] საქართველოსკომუნიკაციებისეროვნულიკომისიისგადაწყვეტილება “ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“. გთხოვთ იხ. www.gncc.ge  
[15] საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ანგარიში, გვ.46. www.gncc.ge