საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაცო ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია იყო.
შეხვედრაზე WiFi ოპერატორების მიერ არალიცენზირებადი რადიოსიხშირეების გამოყენების წესზე იყო საუბარი. კომისიამ ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი მცირე და საშუალო ოპერატორების მოსაზრებები მოისმინა და კომპანიების მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემურ საკითხებს გაეცნო. მხარეები დასმული პრობლემური საკითხების აღმოსაფხვრელად სამომავლო თანამსრომლობაზე შეთანხმდნენ. ასევე, დამსწრე საზოგადოებისთვის კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით ოპერატორების მხრიდან ხშირად დასმული კითხვების თაობაზეც გაიმართა პრეზენტაცია და შესაბამისი განმარტებები გაკეთდა.
განხილვის თემა საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საკითხიც იყო. შეხვედრას „ოუფენ ნეტის“ წარმომადგენელი დაესწრო, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. საზოგადოებას „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პროექტი“ წარედგინა.