თუშეთის სოფლებს მალე ინტერნეტთან წვდომა ექნებათ. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოეწერა.
აღნიშნული ინიციატივა „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას“ და მის პარტნიორებს ეკუთვნით.
მემორანდუმზე ხელმომწერები „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“, ასოციაციის წევრი შპს „ფრინეტი“, ააიპ „ინტერნეტის განვითარების ინციაიტივა“, ინტერნეტ საზოგადეობის (ISOC) საქართველოს წარმომადგენლობა და ტექნოლოგიების ექსპერტი კონსტანტინე სტალინსკი არიან.
პროექტი „ინტერნეტ საზოგადოების ევროპული ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება. დაგეგმილია თუშეთის რეგიონის შეერთება ფიქსირებული რადიო ქსელით კახეთის რეგიონთან, კერძოდ კი, თელავის რაიონის სოფელ რუისპირთან, რისთვისაც ადგილობრივებს შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდებათ.
დღესდღეობით, ინტერნეტ ქსელით საქართველოს ტერიტორიის 40%-ზე მეტია დაფარული. პროექტის განხორციელების შემდეგ, თუშეთის საოჯახო სასტუმროებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მიეწოდებათ.
საქართველოს მთავრობის ინციატივით დაგეგმილია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ააიპ „ოუფენ ნეტის“ მიერ რეგიონების ოპტიკური ქსელით დაკავშირება ფართოზოლოვანი სერვისების მიწოდების მიზნით.
თუშეთის რეგიონში, რთული გეოგრაფიული პირობების და მოსახლეობის სიმცირის გამო, ინტერნეტიზაციის სამთავრობო სტრატეგიის ამ ეტაპისთვის არ არის დაგეგმილი ოპტიკური ქსელის მშენებლობა. მემორანდუმი სწორედ ამითაა მნიშვნელოვანი.
წყარო: www.info9.ge; ვიდეო