“ქართუ“ ინტერნეტიზაციაში $150 მლნ-ს აღარ დახარჯავს – პროექტი შეჩერებულია. ბიემჯის საშუალებით , მაყურებლმა უკვე შეიტყო რომ უახლოეს პერიოდში მთავრობა მზად იქნება და ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ გამოაცხადებენ. ფაქტია საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელზეც განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად 2014 წელს გააკეთა, რეალურად ამ დრომდე არ დაძრულა. 5 წლის თავზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტს „შეჩერებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამო, თავადაც უკმაყოფილოა. მინისტრი ირწმუნება, რომ უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. “რაც ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა, პირველივე დღეებში პრემიერისგან მივიღეთ მკაფიო დავალება, რომ ყველა ასეთი გაჩერებული პროექტი, მათ შორის „ოუფენ ნეტი“ წინ წავწიოთ“, – განაცხადა თურნავამ გადაცემა „ანალიტიკაში“. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მზად იქნებიან, გამოაცხადონ როდის დაიწყებენ ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
სტუმარი: უჩა სეთური – მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი
იხილეთ ვიდეო: https://bm.ge/ka/video/internetizacia–shecherebuli-proeqti—ucha-seturi-saqmis-kursshi/15316