ISOC Internet Societ-იმ მოამზადა და ვებ-გევრდზე განათავსა მასალა თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტთან დაკავშირებით. ომალო, ზემო და ქვემო დიკლო, შენაქო, ჯვარბოსელი, ხახაბო, გომეწრის ხეობა და ბოჭორნა – თუშეთის სოფლების მოსახლეობას ინტერნეტით სარგებლობა უკვე შეუძლია. პროექტი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ თუშეთის განვითარების ფონდთან ერთად განახორციელა. თუშეთის ინტერნეტიზაცია დააფინანსა ISOC Internet society -ის ევროპულმა ფილიალმა. 

იხილეთ pdf: www.internetsociety.org