11-12 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმი GeoIGF 2017 ჩატარდა, სადაც ინტერნეტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
ორდღიან ღონისძიებაზე სხვადასხვა დარგის ადგილობრივმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა არაერთი საკითხი განიხილეს, რომელიც ქართულ ინტერნეტთან დაკავშირებულ
პრობლემებსა და წარმატებებს შეეხებოდა.
ფორუმის მთავარი თემები იყო საავტორო უფლებები ინტერნეტში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში, პროპაგანდა ინტერნეტში და საქართველო, პერსონალური მონაცემების დაცვა და ა.შ.
წლევანდელ წელს ფორუმი ჩატარდა ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ- კორპორაციის (ICANN) და ევროპის რეგიონული ინტერნეტ რეგისტრატორის (RIPE NCC), ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მონაწილეობით. ღონისძიების მასპინძელი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2017 წლის ინტერნეტ მმართველობის ფორუმის კოორდინატორად არჩეული იყო „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური.
ფორუმის შესახებ დაწვრილებით იხილეთ ბმულზე: www.geoigf.ge