ევროკავშირის /ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობის და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით” ფარგლებში 18-20 აპრილს, კახეთში, ლოპოტაზე ჩატარდა საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის წევრების შეხვედრასაქართველოს მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებთან და მომხმარებელთა უფლებების დამცველთან. ასევე, 19 აპრილს ასოციაციის წევრების საერთო კრება ჩატარდა.

ღონისძიება გახსნა, ზემოთ აღნიშნული EU/CoE ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელმა – მამუკა ანდღულაძემ. პირველი დღის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ეკა ყუბუსიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ასოციაციის წევრებს სიტყვით მიმართა.

ღინისძიების მეორე დღის გახსნას მერაბ ქათამაძე დაესწრო, მან კომისიის უახლოეს გეგმებზე ისაუბრა და ასოციაციის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

საქართვლელოს მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებმა რატი სხირტლაძემ და ზურაბ გუძუაძემ წარმოადგინეს ე. წ. WiFi ოპერატორებისათვის დადგენილი ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და რადიოსიხშირული სპექტრის განაწილებისთვის გამოყოფილი რესურსი.

მომხმარებეთა უფლებების დამცველმა, თამთა ტეფნაძემ ოპერატორების ვალდებულებების და ინტერნეტ მომხმარებლების უფლებების შესახებ ისაუბრა.

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა გიორგი მინდიანაშვილმა და გიორგი გიორგანაშვილმა კრების სხვა მონაწილეებს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა და არსებული ვალდებულებები გააცნეს.

აღნიშნული ორ დღიანი შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის წევრებმა სამოქმედო აქტივობებად შემდეგი მიმართულებები განსაზღვრეს:

  • IPTV და OTT სერვისების მისაწოდებლად აუცილებელი ტქნიკური და ეკონომკური ასევე იურიდული საკითხები;
  • ტრანზიტული მაუწყებლობის სერვისების დანერგვასთან დაკავშირებული საკთხები, საბაზისო და პრემიალური პაკეტების შინაარსი და ფასები, ასევე ოპერატორების ვალდებულებები მომხმარებების და საავტორო უფლებების დაცვის კუთხით;
  • სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მიერ შესავსები სტატისტიკურლი ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებული საკითხები;
  • არალიცენზირებადი სიხშირული სპექტრის გამოყენების და გამოყენებული სიხშირეების და ზოლების შესახე ინფორმაციის წარდგენის საკითხები;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ინტერნეტის საცალო ბაზარზე არსებული დემპინგური ფასების გამო და კონკურენციის რეგულირების მიზნით განცხადების წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები;
  • ინტერნეტ პროვაიდერების თვითრეგულირების კოდექსის პირობები და ფარგლები;
  • ასოციაციის ახალი წევრების მიღების და საწევრო შენატანის საკითხები;
  • მომხმარებეთა უფლებების დაცვის მიზნით, ასოციაციის მიერ მისი წევრებისთვის მისაწოდებელი ტიპური ხელშეკრულების ფორმის და ასევე ასოციაციის როგორც საჩივრების განმხილვევლი ორგანოს მის წევრებთან ურთიერთობის და შეთანხმებების მიმართულებები;
  • პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის საკითხები, ახალი რეგულაციების და საკანონმდებლო ცვლილებების ჭრილში არსებული მდგომარეობა და ვალდებულებები;
  • IXP – ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის მდგომარეობა, არსებული გამოწვევები და მიმართულებები.
  • IP მისამართების რეგისტრაციასთან და RIPE NCC-ში ე.წ. „LIR“-ის სტატუსის მოპოვებისთან დაკავშირებული საკითხები;
  • სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრადტრუქტურასთან დაშვების საკითხები, კერძოდ, მის 0.4 კვ/ვატიან გადამცემ ქსელზე „დელტანეტის“ ინფრასტრუქურის ნაცვლად ოპტიკური კაბელის განთავსება.

კრების დასასრულს, ევროპის საბჭოს მიმართულების ხელმძღვანელმა – მამუკა ანდღულაძემ დამატებით ხაზი გაუსვა ასოციაციის მიერ ქცევის კოდექსის შემუშავების და ასოციაციის წევრების მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე პასუხისმგებლობის აღების საკითხს.

ლია გუბაშვილი
ნატალი საგინაშვილი