დასავლეთ საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის პროექტი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ასოციაცია” დაფუძნდა საქართველოს ტელეკომის ოპერატორთა ასოციაციის მხარდაჭერითა და კოორდინაციით. ეს არის დასავლეთ საქართველოს წევრი ორგანიზაციის გამაერთიანებელი ორგანიზაცია და პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის (QoS) განვითარებისთვის და საბითუმო ფასების შემცირების, კავშირის უსაფრთხოების და “ქართული ინტერნეტის” მდგრადობისთვის.
პროექტის მთავარი მხარდამჭერი და დონორია საერთაშორისო ორგანიზაცია – ინტერნეტ საზოგადოება. ამ პროექტის კოორდინატორია საქართველოს ტელეკომის ოპერატორთა ასოციაცია.

ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილი იქნება სრულად ნეიტრალური და უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის ე.წ. გაფართოებული ურთიერთჩართვის (peering) და IP ტრანზიტის სერვისების გაცვლა ოპერატორებს შორის და ასევე ამ კავშირით წვდომა ადგილობრივ და საერთაშორისო კონტნეტთან. ყველა წევრი თანასწორია და ერთი ხმა აქვს. წევრობა ღიაა და წევრთა უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციაში.

შერჩეული გეოგრაფიული წერტილი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრში – ქუთაისთან ახლოს (ახალ მაგისტრალთან). ყველა წევრი გადაიხდის თანაბარ და სამართლიან, ხარჯებზე ორიექნტირებულ ყოველთვიურ გადასახადს 1 GB / 10 GB / 100 GB გამოყენებული სიმძლავრეების მიხედვით . არაწევრებისთვის Geo-IX- ს ექნება ხარჯებზე ორიენქტირებული თუმცა ოდნავ განსხვავებული საფასური ერთი და იგივე ბიჯებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებ – გვერდს: ixp.ge

Skills

Posted on

March 3, 2021