2016 წლის ნოემბერს აშშ-ში რიგით 58-ე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არაერთი წყარო იუწყება, რომ რუსეთმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს შტატების სხვადასხვა სტრუქტურაზე კიბერშეტევა განახორციელა.

2017 წელს რუსული გავლენის კამპანიების სიმრავლემ და ქმედებებმა სოციალურ ქსელებში და არა მხოლოდ შეშფოთება გამოიწვია. ამ პერიოდში ამერიკის 2016 წლის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში კრემლის ჩარევის მრავალი შემთხვევა გამოვლინდა (დეზინფორმაცია, fake news და ევროკავშირის პასუხი).

ამერიკის დაზვერვის სამახურების შეფასებით, 2017 წლის დასაწყისში კრემლმა რუსული მაუწყებლის Russia Today-ს (RT) დახმარებით პროფესიონალური „ტროლები“ გაავრცელა (რუსეთის ჩარევის შეფასება შტატების საარჩევნო კამპანიაში, 6 იანვარი 2017 წ). ამ მოველენებიდან ერთი წლის შემდეგ, სოციალური მედიის გიგანტებმა კრემლთან ასოცირებული მოთამაშების მიერ ბოტებით (გამოსათველი პროპაგანდა, 11ივლისი 2017წ) გაძლიერებული მაპროვოცირებელი (facebook რეკლამებზე რუსული ზეგავლენა) რეკლამების შეძენის და გავრცელების ფაქტი დაადასტურეს. აღნიშნული რეკლამები კონსერვეტორებსა და ლიბერალებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მხოლოდ Facebook-ის მეშვეობით 126 მილიონ ამერიკის მოქალაქეზე გავრცელდა. ევროპულმა ქვეყნებმა, დიდი ბრიტანეთის (PM-ის მოხსენება, 13 ნოემბერი 2017 წ) და ესპანეთის (ესპანეთის გაფრთხილება რუსეთს, 13 ნოემბერი 2017 წ) ჩათვლით, რუსეთი ამერიკის შიდა არჩევნების მსვლელობის ჩარევაში დაადანაშაულეს.

2016 წლის ნოემბრში ინგლისის ბანკმა NatWest-მა RT-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ბრიტანელი ექსპერტი ჯონ ლაფის განცხადებით RT რუსეთის იმ პროპაგანდისტული მექანიზმის ნაწილია, რომელიც დასავლეთში საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. ამისთვის RT ჟურნალისტური ეთიკის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდს იყენებს.

ამ მოვლენების ფონზე, ევროპარლამენტმა გააძლიერა East StartCom-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეთანხმება 2016 წლის მესამე მხარეების მხრიდან ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდის შესახებ რეზოლუციას.

2015 წლიდან მოყოლებული აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ფარგლებში დროებით დასაქმებულებზე დაყრდნობით დეზინფორმაციას აგროვებს (დღეისთვის ასეთი არსებობს 3300 შემთხვევა 18 ენაზე) და აქვეყნებს ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენებში. კრემლის პოზიციით, StartCom-ის გაძლიერება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებს დაძაბავდა. 2018 წლის დასაწყისში ფრედერიკა მოგელინის მხრიდან დაგეგმილია StartCom-ის გუნდისთვის დამატებითი სახსრების მოთხოვნა. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის 2018 წლის ბიუჯეტში 1.1 მილიონი ევრო გამოყოფილია საპილოტე StartCom Plus პროექტისთვის, რომელიც ევროკომისიის და EEAS-ის დახმარებით განხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიზანია ევროკავშირის ფარგლებში და მის გარეთ დეზინფორმაციის ფაქტების დაფიქსირება და გასაჯაროვება.

„Fake news“- ის აღმოსაფხრელად 2017 წლის ივნისში პარლამენტმა ონლაინ პლატფორმების და ციფრულ პლატფორმების შესახებ რეზოლუცია მიიღო. მოგვიანებით, კომისიამ „fake news“-თან და ონლაინ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაცია დაიწყო, ასევე შექმნა აკადემიების, ონლაინ პლატფორმების, საინფორმაციო საშუალებების მომცველი უმაღლესი დონის ექსპერტთა ჯგუფი. საზოგადოებრივი კონსულტაციის შედეგები და ევრო ბარომეტრის კვლევა 2018 წლის მარტში გამოქვეყნდება, ხოლო უმაღლესი დონის ჯგუფის ანგარიშის გამოქვეყნება ამავე წლის აპრილშია მოსალოდნელი. შეტყობინებას დეზონფორმაციის შესახებ კომისია 2018 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნებს.

დეზინფორმაციის საკითხში ჩართულია ევროპის საბჭოც და მოსახლეობასთან „fake news“-ის საფრთხეებზე უფრო ფართო ინფორმირების კამპანიას იწყებს. ევროკომისარის, ჯულიან კინგის (Julian King) თქმით, ევროპის საბჭო იწყებს ახალ პროექტებზე მუშაობას, რომელიც საზოგადოებას კრიტიკულ აზროვნებას ჩამოუყალიბებს და რუსული დეზინფორმაციისგან დაიცავს.


ევროკავშირის 2016 წლის ივლისის საგარეო სტრატეგიის ფონზე, 2018 წელს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა გაძლიერდა. 2017 წლის ოქტომბერში, ჰელსინკიში გაიხსნა ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული ცენტრი. ევროკავშირის წევრი ათი ქვეყნის (გერმანია, ესტონეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი), ასევე ნორვეგიის და შტატების გადაწყვეტილებით ცენტრის გახსნა საფრთხეების არსებობაზე მიგვანიშნებს რუსული კამპანიების მხრიდან. ცენტრის საქმიანობაში ჩართვა ევროკავშირის ყველა წევრისათვის და ნატო-ს მოკავშირეებისთვის თავისუფალია. მას მჭიდრო კავშირი აქვს ევროკავშირის დაზვერვისა და სიტუაციური ცენტრის სტრუქტურაში შექმნილ EU Hybrid Fusion Cell-თან, რომელიც სრულფასოვნად 2017 წლის მაისიდან ფუნქციონირებს. ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული ცენტრი ევროკავშირის და ნატო-ს მსგავსი სახის პირველი პროექტია. 2017 წლის ივლისის ანგარიშის თანახმად, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა მომდევნო წელსაც გაგრძელდება.

2017 წელს ევროკავშირს და მსოფლიოს მრავალრიცხოვანი კიბერ-საფრთხე ემუქრებოდა და ფიქსირდებოდა უპრეცედენტოდ მასშტაბური შეტევები და მონაცემების დატაცებები. შეფასების მიხედვით, ყოველდღიურად 5 მილიონზე მეტი ჩანაწერი იკარგებოდა და 4000 ზე მეტი გამოძალვის ფაქტი ხორციელდებოდა. Europol-ი გვაფრთხილებს სავადმყოფოებზე, სამართალდამცავ ორგანოებზე და სატრანსპორტო კომპანიებზე შეტევების ზრდაზე. სერვისების გაციფრულების პროცესი მათ რაოდენობას კიდევ გაზრდის. IOCTA-ს განცხადებით, აღნიშნული შეტევები არჩევნების ერთიანობის და სამართლიანობის დარღვევს. 2019 წლის არჩევნებში ევროპარლამენტს ასევე ემუქრება კიბერშეტევების საშიშროება.

ამ მოვლენების ფონზე, ანალიტიკოსები მთავრობის მხრიდან მეტ ჩართულობას ვარაუდობენ და ბიზნესებისაგან მეტ პასუხისმგებლობას მოელიან. 2018 წლის მაისში ევროსაბჭოს დონეზე ძალაში შევა 2 ძირითადი სამართებრივი დოკუმენტი: ქსელისა და ინფორმაციული უსაფრთხოების დირექტივა (NIS) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტი (GDPR). ე.წ. NIS-ის დირექტივა მომსახურების ოპერატორებისგან, ასევე ციფრული სერვიების პროვაიდერებისგან მოითხოვს უსაფრთხოების ზომების დაცვას. GDPR-ის ფარგლებში კომპანიებმა მონაცემთა ხელყოფის და წესების დარღვევების შესახებ უნდა შეატყობინონ მომხმარებელს და ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებათ 20 მლნ. ევროს, ან წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობის ჯარიმა.


2017 წლის სექტემბერში ევროკავშირის აქტივობების გაძლიერებამ ხელი შეუწყო ე.წ. კიბერუსაფრთხოების პაკეტის შექმნას, რომელიც მიმართულია კიბერ-მდგრადობის, საპასუხო კანონიერი ნაბიჯების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე. მდგრადობის პრინციპის თანახმად, აღნიშნული პაკეტი მოიცავს „კიბერუსაფრთხოების აქტს“. ზემოხსენებული აქტი ENISA-ს გააძლიერებს და მომავალში ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოდ გადააქცევს. ამავე წლის ოქტომბერში ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ, ასევე მოუწოდეს წევრ ქვეყნებს აღნიშნულ სფეროშიო მეტი ინვესტიციების განხორციელებისკენ. ისინი მხარს უჭერენ Eurojust-ის, Europol-ის და ENISA- ს მეშვეობით საინფორმაციო გაცვლითი პროგრამების გაუმჯობესებას და ახალი კადრების მომზადებას.

მოამზადა ანი ხითარიძემ