2017 წლის 14 დეკემბერს აშშ-ს კომუნიკაციის ფედერალურმა კომისიამ „საქსელო ნეიტრალიტეტის“ გაუქმება დაადასტურა. გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ინიციატივას უკავშირდება.
ინტერნეტის თავისუფლების მხარდასაჭერად მიღებული საქსელო ნეიტრალიტეტის წესების მიხედვით, სატელეკომუნიკაციო სერვის პროვაიდერები, ანუ ინტერნეტის ტრაფიკის გამტარი ოპერატორები უპირატესობას რაიმე კონკრეტული ტიპის ან/და სახეობის პროგრამებს არ ანიჭებენ, შესაბამისად, არ ზღუდავენ აბონენტის თავისუფალ არჩევანს, მომხმარებლის სასურველ კონტენტთან და პროგრამებთან წვდომას. ინტერნეტ ნეიტრალიტეტი პირველ რიგში მოიაზრებს ინტერნეტთან არადისკრიმინაციულ წვდომას, ოპერატორების მხრიდან რაიმე შეზღუდვების და სუბიექტური გადაწყვეტილებების არ არსებობის ხარჯზე.
აშშ-ს კომუნიკაციის ფედერალური კომისიის (FCC) მიერ საქსელო ნეიტრალიტეტის გაუქმების ინიციატივის შესაბამისად, ამერიკული ინტერნეტ ბაზრის ლიდერები აქტიურად მონაწილეობენ მოცემული გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ჯგუფში მოიაზრება აშშ-ს ინტერნეტ ასოციაცია, The Internet Association, რომელიც ბაზრის მოთამაშეების ინდუსტრიული ასოციაციაა და შედგება ისეთი უმსხვილესი კომპანიებსაგან როგორიცაა: Google, Amazon, eBay, Facebook, Twitter და ა.შ. მოცემული ორგანიზაცია ასევე მხარს უჭერს საკანონმდებლო გადაწყვეტილების ლობირებას, რომელიც, თავის მხრივ, ამ პრინციპის მოქმედებას საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს.
FCC-ს თავმჯდომარის აჯით პაის განცხადებით, შტატების მარეგულირებელი კომისიის დასკვნითი გადაწყვეტილებით, უქმედება მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საქსელო ნეიტრალიტეტის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპი. მოცემული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ამერიკელი ხალხის სურვილს, პარტიული უპირატესობების მიუხედავად, და ვერ უწყობს ხელს თავისუფალი და ღია ინტერნეტის პრინციპის შენარჩუნებას.
საქსელო ნეიტრალიტეტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დამცველმა – Netflix-მა, მოცემული საკითხის მიმართ პოზიცია შეამსუბუქა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რიდ ჰასტინგსმა განაცხადა, რომ ქსელური ნეიტრალიტეტი წარმოადგენდა „სხვის პრობლემას“. ახლა კომპანია საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ AT&T, Verizon და Comcast-ის დახმარებით ანტი-კონკურენტულ ქმედებებს ებრძოლოს. ამერიკის ინტერნეტ საზოგადოების მცირე წევრები, როგორიცაა Etsy, მზად არიან ქსელური ნეიტრალიტეტის მხარდასაჭერად. კომპანია გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოიხატავს მწუხარებას ბაზარზე არსებული მოვლენების მიმართ, Etsy-ის წარმომადგენლობის განცხადებით ისინი დაუღალავად იბრძოდნენ ქსელური ნეიტრალიტეტის დასაცავად, რომელიც მილიონობით მიკრო და საშუალო ბიზნესს ონლაინ სივრცეში თავისუფალი ზრდის საშუალებას აძლევდა. FCC-ის ახალი შემოთავაზების თანახმად, მილიონობით მცირე ბიზნესი, როგორიცაა Etsy-ის 1.9 გამყიდველი, შესაძლებელია მოხვდეს ინტერნეტის ე.წ. „შენელებულ ზოლში“ ან სულაც დაბლოკოს“.
ავტორი: ანა ხითარიძე