2018 წლის 10 დეკემბერს თბილისის ტექნოპარკმა არარეგისტრირებული ტექნიკური საზოგადოების გაერთიანება – საქართველოს საქსელო პრივაიდერების პირველ ფორუმს, GeoNOG 2018-ს უმასპინძლა.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს RIPE NCC-ის კომუნიკაციების ოფიცერმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, ვაჰან ჰოვსეპიანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ყუბუსიძემ, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს დირექტორმა, ფრედერიკ დონკმა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით გოგიჩაიშვილმა.
ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ინტერნეტმართველობის და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი საკითხები. აგრეთვე მოეწყო დისკუსია საქსელო ოპერატორების გამოწვევებთან დაკავშირებით, როგორც საქართველოში ისე, რეგიონის სხვა ქვეყნებში.
ფორუმის განმავლობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ წარმოადგინა მსოფლიო ბანკის პროექტის „საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემა“ (GENIE), ფარგლებში შექმნილი პლატფორმა „ინტერნეტი განვითარებისთვის“ (bfd.gov.ge), რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება. ინტერნეტ პროვიდერებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ პლატფორმაზე და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ 10 000 ოჯახსა და 3 000 მეწარმეს შესთავაზონ ინტერნეტი მათთვის მისაღები ტარიფით.
სხვადასხვა ტექნიკურ სიახლეებთან ერთად GEONOG-ზე წარმოდგენილი იყო ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში.
GEONOG ჩამოყალიბდა საინიციტავო ჯგუფის მიერ RIPE NCC-ს მხარდაჭერით, საქსელო პროვაიდერების და სხვა დაინტერესებული პირების მიერ. გაერთიანება მიზნად ისახავს საქართველოს საქსელო პროვაიდერების და ზოგადად სატელეკომუნიკაციო და ინტერნნეტ ბაზრის მოთამაშეების წინაშე არსებული გამოწვევების და საკითხების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების ძიებას შიდა და გარე ექსპერტების ჩართულობით და მონაწიელობით.








სრული ფოტო გალერეა იხილეთ შემდეგ ბმულზე: nog.ge