წინადადებების მიღება რამდენიმე დღეში მთავრდება!

რომელი თემები უნდა იყოს განხილული EuroDIG (European Dialogue on Internet Governance) 2018 წლის ფორუმზე, რომელიც თბილისში ჩატარდება? თემების წარდგენა მთავრდება 2017 წლის 31 დეკემბერს, 24:00 საათზე.

ჩვენ ვეძებთ საკითხებს, რომელიც შეეხება ინტერნეტს. თქვენი წინადადების უკეთესად ჩამოსაყალიბებლად გთავაზობთ სხვადასხვა კატეგორიას, რომელის ფარგლებშიც შეძლებთ თქვენი საკითხის მოქცევას, თუკი ფიქრობთ რომ აღნიშნული კატეგორიებიდან არცერთი არ შეეფერება იმ პრობლემას, რომლის განხილვაც გსურთ, შემოგვთავაზეთ ახალი. განიხილეთ ერთი საკითხი თითოეულ ფორუმზე, მაგრამ თავისუფლად გამოაგზავეთ რჩევები, შეთავაზებები და წინადადებები.

EuroDIG 2018-ის (ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ) რიგით მეთერთმეტე, ყოველწლიურ შეხვედრას საქართველო, ქალაქი თბილისი 2018 წლის 5-6 ივნისს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოში იქნებიან საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. EuroDIG 2018-ის თემების შერჩევაში აქტიურად იქნება ჩართული ადგილობრივი ინტერნეტ თემი.

„ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ არის ღია პლატფორმა არაფორმალური და ღია დისკუსიისთვის ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. იგი რამდენიმე ორგანიზაციის, მთავრობის წარმომადგენლების და ექსპერტების ინიციატივით 2008 წელს ჩამოყალიბდა და ხელს უწყობს ინტერნეტ საზოგადოებასთან დიალოგს და თანამშრომლობას ინტერნეტში საჯარო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. ვრცლად EuroDIG-ის ღონისძიებების შესახებ იხილეთ ბლუმზე – EuroDIG.

წინადადებების გასაგზავნად გადადით ბმულზე: www.eurodig.org