EuroDIG 2018-ის (ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ) რიგით მეთერთმეტე, ყოველწლიურ შეხვედრას საქართველო, ქალაქი თბილისი 2018 წლის 5-6 ივნისს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოში იქნებიან საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია

და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. EuroDIG 2018-ის თემების შერჩევაში აქტიურად იქნება ჩართული ადგილობრივი ინტერნეტ თემი.

„ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ არის ღია პლატფორმა არაფორმალური და ღია დისკუსიისთვის ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. იგი რამდენიმე ორგანიზაციის, მთავრობის წარმომადგენლების და ექსპერტების ინიციატივით 2008 წელს ჩამოყალიბდა და ხელს უწყობს ინტერნეტ საზოგადოებასთან დიალოგს და თანამშრომლობას ინტერნეტში საჯარო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. ვრცლად EuroDIG-ის ღონისძიებების შესახებ იხილეთ ბლუმზე – EuroDIG.