ახალი ე.წ. მოსმენის კანონმდებლობაში შეტანილი ცვილებების და ახალი კანონმდებლობის მიხედვით ინტერნეტ პროვაიდერები ვალდებულნი ხდებიან ე.წ. მოსმენების სააგენტოსთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და სერვისის შესაქმნელად ხარჯი თავად გაწიონ, თუ ამას სააგენტო საჭიროდ ჩათვლის. ამასთან დაკავშირებით, რუსთავი2-თან საუბრის დროს, სატელეკომუნიკაცი ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა აღნიშნა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, ბარზარზე არსებულ ოპერატორებს ფინანსური და ტექნიკური პრობლემები შეექმნებათ, რაც სავარაუდოდ 150-მდე მცირე და საშუალო კომპანიის საქმიანობის ხელშეშლას და მათი ნაწილის საქმიანობის შეწყვეტას გამოიწვევს. აღნიშნულ მოსაზრებას რეგიონული ინტერნეტპროვაიდერებიც იზიარებენ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია პროცესში ჩართვას გეგმავს.