მემორანდუმი, რომელიც თუშეთის სოფლების მოსახლეობისთვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გუშინ გაფორმდა.
ინიციატივა საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას და მის პარტნიორებს ეკუთვნით.
მემორანდუმზე ხელმომწერები არიან:
- საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია;
შპს ფრინეტი; - ააიპ ინტერნეტის განვითარების ინიციატივა;
ინტერნეტ საზოგადეობის (ISOC) საქართველოს წარმომადგენლობა; - ტექნოლოგიების ექსპერტი – კონსტანტინე სტალინსკი.
პროექტის განხორციელების შემდეგ თუშეთის საოჯახო სასტუმროებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მიეწოდებათ. ინიციატივას მხარს უჭერს ინტერნეტ საზოგადოების ევროპული ბიურო.
დღესდღეობით ინტერნეტ ქსელით საქართველოს ტერიტორიის 40%-ზე მეტია დაფარული. თუშეთის რეგიონი ფიქსირებული რადიო ქსელით კახეთის რეგიონთან, კერძოდ კი თელავის რაიონის სოფელ რუისპირთან, შეერთდება. ადგილობრივებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები.
“ჩვენ ვიცით რომ საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 40 პროცენტამდე არის დაფარული ინტერნეტით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს ქსელზე ხელი არ მიუწვდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მხარი დაგვეჭირა მაღალმთიან თუშეთში ინტერნეტის ქსელის მშენებლობისთვის. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად განავითარებს ტურიზმს და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის კომუნიკაციას დანარჩენ საქართველოსთან” – განაცხადა ინტერნეტ საზოგადოება ISOC-ის მენეჯერმა მაარიტ პალოვირტამ.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ააიპ ოუფენ ნეტი რეგიონების ოპტიკური ქსელით დაკავშირებას გეგმავენ. თუშეთის რეგიონში, რთული გეოგრაფიული პირობების და მოსახლეობის სიმცირის გამო, ინტერნეტიზაციის სამთავრობო სტრატეგიით ოპტიკური ქსელის მშენებლობა ამ ეტაპისთვის არ არის დაგეგმილი. სწორედ ამიტომაა მემორანდუმი მნიშვნელოვანი აღნიშნული სოფლებისთვის.
წყარო: on.ge