გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ტარიფების განახევრებასთან დაკავშირებით, რომელიც 26 დეკემბერს გამოქვეყნდა კომისიის ინტერნეტ გვერდზე.
Case Study – თუშეთის ინტერნეტიზაცია
ISOC Internet Societ-იმ მოამზადა და ვებ-გევრდზე განათავსა მასალა თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტთან დაკავშირებით. ომალო, ზემო და ქვემო დიკლო, შენაქო, ჯვარბოსელი, ხახაბო, გომეწრის ხეობა და ბოჭორნა – თუშეთის სოფლების მოსახლეობას ინტერნეტით სარგებლობა უკვე შეუძლია. პროექტი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ თუშეთის განვითარების ფონდთან ერთად განახორციელა. თუშეთის ინტერნეტიზაცია დააფინანსა ISOC Internet society -ის ევროპულმა ფილიალმა.
ევროპის ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი – EuroDIG 2018 თბილისში ჩატარდება
EuroDIG 2018-ის (ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ) რიგით მეთერთმეტე, ყოველწლიურ შეხვედრას საქართველო, ქალაქი თბილისი 2018 წლის 5-6 ივნისს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოში იქნებიან საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია
საქართველოში რიგით მესამე ინტერნეტ მმართველობის ფორუმი – GeoIGF2017 ჩატარდა
11-12 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმი GeoIGF 2017 ჩატარდა, სადაც ინტერნეტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. ორდღიან ღონისძიებაზე სხვადასხვა დარგის ადგილობრივმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა არაერთი საკითხი განიხილეს, რომელიც ქართულ ინტერნეტთან დაკავშირებულ
ქემბიუმ ნეთვორქინგის ტრენინგი
ანაკლიაში, სასტუმრო ოქროს საწმისში, კომპანია dtech-ის ორგანიზებით, გაიმართა ქემბიუმ ნეთქორქინგის ორდღიანი ტრენინგი, 22-23 აგვისტო, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის წევრების, უსადენო ქსელით ოპერირებადი ინტერნეტ პროვაიდერებისთვის, რათა ქსელის შემდგომი ოპტიმისაციის მიზნით მათთვის ევროპული ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ. ტრენინგს უძღვებოდა ქემბიუმ ნეთვორქსის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექნიკური მენეჯერი სებასტიან ოპიელა, ტრეინინგს ასევე წარუძღვა ცენტრალური და […]
საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაციის პრობლემები
21-ე საუკუნეში უსადენო ინტერნეტს, ე.წ. Wi-Fi გადამცემებს, უფრო სწრაფი, ოპტიკურიინტერნეტი ანაცვლებს. მძიმე პირობებში უწევთ ფუნქციონირება საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, რადგან მათ ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ კონკურენციასთან უწევთ გამკლავება.
„ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ EuroDIG-ის ყოველწლიური შეხვედრა
2017 წლის 6-7 ივნისს, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური EuroDIG-ის, რიგით მეათე, ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩატარდა.
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, კახეთში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის წევრების შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის /ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობის და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით” ფარგლებში 18-20 აპრილს, კახეთში, ლოპოტაზე ჩატარდა საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის წევრების შეხვედრასაქართველოს მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებთან და მომხმარებელთა უფლებების დამცველთან. ასევე, 19 აპრილს ასოციაციის წევრების საერთო კრება […]
კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის დაფინანსების ვაუჩერების დარიგება 2018 წლიდან დაიწყება
30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგება 2018 წლიდან დაიწყება.
ანა დოლიძე ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაციას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით ასოციაციებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.